მთავარი გვერდი
Jump to navigation
Jump to search
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ (ლიკუდი) და ქნესეთის სპიკერი ბენი განცი (კახოლ-ლავანი) (ორივე სურათზე) კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.
ქართველი მსახიობი და კინორეჟისორი რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ტომი და ჯერის“ 13 სერიის რეჟისორი ჯინ დეიჩი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჩრდილოეთი მაკედონია ნატოს 30-ე წევრი გახდა.
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.
ხორვატიაში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
363 : რომის იმპერატორმა იულიანემ სასანიდების არმია დაამარცხა ქტესიფონის ბრძოლაში სასანიდების დედაქალაქის კედლებთან, თუმცა ქალაქში შესვლა ვერ მოახერხა.
1167 : საღვთო რომის იმპერიის 1600-კაციანმა ჯარმა ქრისტიან ბუხისა და რეინალდ დასელის მეთაურობით დაამარცხა პაპის სამთავროების 10 000-იანი არმია.
1453 : ოსმალებმა სულთან მეჰმედ II-ის მეთაურობით კონსტანტინოპოლი აიღეს და ბოლო მოუღეს ბიზანტიის იმპერიას.
1886 : ქიმიკოსმა ჯონ პემბერტონმა კოკა-კოლას პირველი რეკლამა განათავსა Atlanta Journal-ში.
1919 : ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია ნაწილობრივ დამტკიცდა ართურ ედინგტონის მიერ მზის დაბნელებაზე ჩატარებული დაკვირვებით.
1935 : ჰუვერის კაშხლის (სურათზე) მშენებლობა დასრულდა.
1953 : ახალზელანდიელმა ედმუნდ ჰილარიმ და ნეპალელმა თენცინგ ნორგეიმ პირველებმა დაიპყრეს ევერესტი.
|
ხლოდვიგ I (ფრანგ. Clovis; ლათ. Chlodovechus, Chlodoveus; დ. დაახლ. 466 — გ. 27 ნოემბერი, 511, პარიზი) — ფრანკთა მეფე მეროვინგების დინასტიიდან. სახელმწიფოს მართავდა 481–511 წლებში. მისი მმართველობის პერიოდში, კერძოდ 496 წელს ფრანკებმა მიიღეს მართლმადიდებლური ქრისტიანობა, ხოლო მეფის მიერ წარმოებული მრავალრიცხოვანი ომების შედეგად მნიშვნელოვნად გაფართოვდა ფრანკთა სახელმწიფო. 507-508 წლებში აქტიურად ებრძოდა ვესტგუთებს, მათთან ომის შემდეგ ხლოდვიგი გაემგზავრა პარიზში, რომელიც 508 წელს გახადა საკუთარი რეზიდენცია. თავისი მმართველობის ბოლო პერიოდში ხლოდვიგმა დაიპყრო რაინის წვრილ-წვრილი სამეფოები: თიურინგების, ვარნებისა და დასავლეთის გერულების. ამრიგად, ხლოდვიგის მმართველობის დროს რაინის პირზე არ დარჩენილა დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ხლოდვიგის დროს ჩაწერეს სალიკური სამართალი, ფრანკების კანონთა პირველი კრებული. 511 წლის ივლისში მან მოიწვია პირველი საეკლესიო კრება ორლეანში, რომელშიც მონაწილე 32 ეპისკოპოსიდან ნახევარი წარმოშობით ფრანკების სახელმწიფოდან იყო. ხლოდვიგი გარდაიცვალა 511 წლის 27 ნოემბერს, 45 წლის ასაკში, პარიზში. იგი დაკრძალეს წმინდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში, რომელიც თავად ააშენა. XVIII საუკუნეში ეს ეკლესია ხლოდვიგის გვერდით დაკრძალული წმინდა ჟენევიევას სახელზე აკურთხეს. ხლოდვიგის გარდაცვალების შემდეგ სამეფო მის ოთხ ვაჟს შორის დაიყო. ხლოდვიგის მთავარი ბიოგრაფები არიან ქალაქ ტურის ეპისკოპოსი გრიგოლ ტურელი, ნახევრადლეგენდარული ფრანკი ისტორიკოსი ფრედეგარი, რომელმაც VII საუკუნეში დაწერა „ქრონიკა“ და VIII საუკუნის ანონიმი ავტორი, რომელსაც ეკუთვნის „ფრანკების ისტორიის წიგნი“, რომელიც მნიშვნელოვანი გადახრების გარეშე ძირითადად იმეორებს გრიგორ ტურელის ისტორიას. გარდა ამისა ჩვენს დრომდე მოაღწია იმდროინდელი მიმოწერის ფრაგმენტებმა, რომლებიც ემყარება იმ წყაროებს, რომელიც ჩვენთვის ცნობილი აღარაა.
ჰუვერის კაშხალი (ინგლ. Hoover Dam) — ბეტონის კაშხალი ბლეკ-კანიონზე, მდინარე კოლორადოზე, აშშ-ის შტატების — არიზონისა და ნევადის საზღვარზე. კაშხალს, რომელიც ლას-ვეგასიდან 48 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, სახელი ეწოდა ჰერბერტ ჰუვერის პატივსაცემად, რომელმაც მის მშენებლობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა, თავდაპირველად როგორც აშშ-ის სავაჭრო მდივანმა, შემდეგ კი პრეზიდენტმა. კაშხლის მშენებლობა 1931 წელს დაიწყო და 1936 წელს დასრულდა, გეგმით გათვალისწინებულზე ორი წლით ადრე. 1981 წელს შეტანილ იქნა ისტორიულ ძეგლთა ეროვნულ რეესტრში, ხოლო 1985 წელს ეროვნული ისტორიული ღირსშესანიშნაობის წოდება მიენიჭა. კაშხლის მიერ წარმოქმნილ ტბას სახელი ელვუდ მიდის პატივსაცემად დაერქვა, რომელიც ასევე კაშხლის მშენებლობას მეთვალყურეობდა.
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- მოზამბიკის დროშა (იხ. სურათზე) ერთადერთი დროშაა მსოფლიოში, რომელზეც გამოსახულია თანამედროვე საბრძოლო იარაღი — კალაშნიკოვი.
- თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი პირველი დანტისტია, რომელიც პრეზიდენტი გახდა.
- ამერიკულ ტბის კუზე დაბერების პროცესი არ მოქმედებს და შთამომავლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში იძლევა.
- იტალიის ქალაქ ჩეზენაში დაიბადა სამი პაპი — პიუს VI, პიუს VII და პიუს VIII, რის გამოც ხშირად მას სამი პაპის ქალაქს უწოდებენ.
- 1883 წლის კრაკატაუს ამოფრქვევისას, მესამე აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა 3110 კმ-ის მოშორებით, ქალაქ პერთში (დასავლეთი ავსტრალია) და 4800 კმ-ის მოშორებით კუნძულ როდრიგესზე (მავრიკთან ახლოს) ისმოდა.
- აზიური სპილო, სახელად მერი ადამიანის მკვლელობისათვის ჩამოახრჩვეს.
- სახეობის კონსერვაციის მიზნით, მობუდარი ავსტრალიური რეგვენები სატყუარებითა და ჩაწერილი ხმებით მიიზიდეს იანგ-ნიკის კონცხზე, სადაც ფრინველებმა მოგვიანებით კოლონია დააარსეს.
- იავური მარტორქა დიდი ზომის ძუძუმწოვრებში ყველაზე იშვიათია, დღეს მისი მხოლოდ 58–61 ინდივიდია დარჩენილი უჯუნგ-კულონის ეროვნულ პარკში (კ. იავა, ინდონეზია).
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||