ჯასტინ ტრიუდო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯასტინ ტრიუდო
ჯასტინ ტრიუდო
კანადის პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა4 ნოემბერი, 2015
მონარქი  ელისაბედ II
წინამორბედისტივენ ჰარპერი

კანადის მთავრობათაშორის საქმეთა და ახალგაზრდობის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ნოემბერი, 2015 – დღემდე
წინამორბედიდენის ლებელი

კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 აპრილი, 2013 – დღემდე
წინამორბედიბობ რაე

დაბადებული25 დეკემბერი, 1971 (1971-12-25) (48 წლის)
ოტავა, ონტარიო, კანადა
ეროვნებაკანადელი
პოლიტიკური პარტიაკანადის ლიბერალური პარტია
მამაპიერ ტრიუდო
დედამარგარეტ ტრიუდო
მეუღლესოფი გრეგუარი
შვილებიქსავიე ჯეიმზი; ელა-გრეის მარგარეტი; ადრიანი
განათლებამაკგილის უნივერსიტეტი; ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტი
რელიგიარომის კათოლიკური ეკლესია
ხელმოწერაSignature Justin Trudeau.jpg
საიტიმთავრობის საიტი
პარტიის საიტი

ჯასტინ პიერ ჯეიმზ ტრიუდო (ინგლ. Justin Pierre James Trudeau; დ. 25 დეკემბერი 1971, ოტავა) — კანადელი პოლიტიკოსი, კანადის პრემიერ-მინისტრი 2015 წლის 4 ნოემბრიდან, კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერი 2013 წლის 14 აპრილიდან. იგი არის კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრ პიერ ელიოტ ტრიუდოს უფროსი შვილი[1][2]. ჯასტინ ტრიუდომ 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა კონსერვატიული პარტია. ამით იგი კანადის ისტორიაში მეორე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი გახდა.[3][4]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლობდა ჟან-დე-ბრეფის კოლეჯში. მიიღო ინგლისური ლიტერატურის ბაკალავრის ხარისხი მაკგილის უნივერსიტეტში და ბაკალავრის პედაგოგის ხარისხი ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში.

ჩაატარა სოციალური კვლევა და ასწავლიდა ფრანგულ ენას და მათემატიკას ვესტ-პოინტის აკადემიაში და უინსტონ ჩერჩილის სახელობის საშუალო სკოლაში, ვანკუვერში. 2002 წლიდან მოყოლებული, ორი წლის განმავლობაში, სწავლობდა საინჟინრო პოლიტიკურ სკოლაში, მონრეალში. 2004 წელს იგი მუშაობდა რადიოსადგურ SKAS-ზე.

2013 წლის 14 აპრილს, იგი აირჩიეს კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერად - რეგიონალურ არჩევნებში მან მიიღო ხმების 80%.

2015 წლის 19 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ მიიღო ხმების უმრავლესობა და იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი კანადის ისტორიაში.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯასტინ ტრიუდო ცოლთან ერთად ტორონტოს კინოფესტივალზე

მისი მშობლები განქორწინდნენ, როდესაც იგი 6 წლის იყო. ჰყავს ძმა ალექსანდრე (დ. 25 დეკემბერი, 1973, ჟურნალისტი და კინოდოკუმენტალისტი). მეორე ძმა, მიშელი (დ. 2 ოქტომბერი 1975 - გ. 13 ნოემბერი 1998, აბიტურიენტი) სათხილამურო სრიალის დროს დაიღუპა, ზვავი ჩამოწოლის შედეგად. მისი სხეული ნაპოვნი არ იქნა.

2005 წლის 28 მაისს ცოლად შეირთო ფოტომოდელი და ტელეწამყვანი სოფი გრეგუარი. ჰყავს სამი შვილი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]